top of page

ბინა რუსთავში - "ლილო მოლის" საჩუქარი გოცაძეების ოჯახს

"ლილო მოლის" საჩუქარი გოცაძეების ოჯახს

საქველმოქმედო კონცერტი

"ლილო მოლი" ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტზე

დავით ნარმანია სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლში"

დავით ნარმანიას სტუმრობა სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლში"

"ლილო მოლმა" პანკისში საბავშვო ბაღი გახსნა

პანკისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

"ლილო მოლი" 20 წლისაა

"ლილო მოლი" 20 წელია ფუნქციონირებს

სარეკლამო ვიდეო რგოლი 20 წლის იუბილისთვის

"ლილო მოლის" სარეკლამო რგოლი

პროექტი

"გაამწვანე ვარკეთილი"

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „გაამწვანე ვარკეთილი“ ფარგლებში მორიგი აქცია გაიმართა.

დღევანდელ აქციაზე, ვარკეთილი 3-ში, IV მ/რ-ში, 425-ე კორპუსთან მდებარე ფეხბურთის მოედნთნ 200 ძირი კედარის ხე დაირგო.

მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის განცხადებით, აქცია კომპანია „ლილო მოლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„დღევანდელი აქციით, ვარკეთილის 3 -ში, მეოთხე მიკრორაიონში მდებარე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მწვანდება. აღნიშნულ ღონისძიებას კომპანია „ლილო მოლის“ წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ ინტენსიური ტემპებით გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვარკეთილში სულ უფრო მეტი ლოკაცია გამწვანებული და კეთილმოწყობილი იქნება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აქციას თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი, კომპანია „ლილო მოლის“ დამფუძნებელი გია ანდღულაძე და გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ესწრებოდნენ.

პროექტი გონიო

"ლილო მოლმა" ტურისტული სეზონის მხარდაჭერისთვის ყველაზე ლოიალურ თანამშრომლებს ოჯახებით გონიოს სანაპიროზე ერთ კვირიანი არდადეგები მოუწყო.
კამპანიის ფარგლებში სასტუმრო "ვაით რუმში" ლილო მოლმა 40 ადამიანის დასვენება სრულად დააფინანსა. 

სრულად ნახვა

პროექტი პალიტრა

გამომცემლობა პალიტრა ელ-ის წიგნების ფესტივალი ლილო მოლში.

ლილო მოლმა გამომცემლობა პალიტრა ელ-ის წიგნების ფესტივალს უმასპინძლა. 

პროექტი ფორტე

ფორტე 30 წლისაა

 

ფორტე უკვე 30 წლისაა ! 
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს გელოდებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში ჯგუფის შემოქმედებით საღამოსა და ვარკვლავის გახსნის ცერემონიაზე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ,,ლილო მოლი''-ს მხარდაჭერით გაიმართება.

bottom of page