"ლილო მოლმა" მუხის 7 ხე დარგო
"ლილო მოლმა" 27 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტერიტორიაზე მუხის 7 ხე დარგო
ცნობილი ადამიანები ულოცავენ დაბადების დღეს "ლილო მოლს"
ვიდეოში ნახავთ, როგორ ულოცავენ "ლილო მოლს" ცნობილი ადამიანები 27 წლის იუბილეს
საქველმოქმედო გადაცემის ჩაწერა "ლილო მოლში"
ვიდეოში ნახავთ გია ჯაჯანიძის სტუმრობას "ლილო მოლში"
დიეგოს ხალიჩები
ვიდეოში ნახავთ ხალიჩების რა არჩევანი დაგხვდებათ "ლილო მოლში"
"ლილო მოლში" "UNISON"-მა 6000-ზე მეტი მაღაზია დააზღვია
"ლილო მოლში" "UNISON"-მა 6000-ზე მეტი მაღაზია დააზღვია
"ლილო მოლის " დაცვის სამსახურის საახალწლო დასაჩუქრება
"ლილო მოლმა " დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაასაჩუქრა
პროექტი
"გაამწვანე ვარკეთილი"
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „გაამწვანე ვარკეთილი“ ფარგლებში მორიგი აქცია გაიმართა.
დღევანდელ აქციაზე, ვარკეთილი 3-ში, IV მ/რ-ში, 425-ე კორპუსთან მდებარე ფეხბურთის მოედნთნ 200 ძირი კედარის ხე დაირგო.
მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის განცხადებით, აქცია კომპანია „ლილო მოლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„დღევანდელი აქციით, ვარკეთილის 3 -ში, მეოთხე მიკრორაიონში მდებარე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მწვანდება. აღნიშნულ ღონისძიებას კომპანია „ლილო მოლის“ წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ ინტენსიური ტემპებით გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვარკეთილში სულ უფრო მეტი ლოკაცია გამწვანებული და კეთილმოწყობილი იქნება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აქციას თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი, კომპანია „ლილო მოლის“ დამფუძნებელი გია ანდღულაძე და გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ესწრებოდნენ.


