"ლილო მოლის" პროექტი
სოფელ ქანდაში "ლილო მოლის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟა უსანეთაშვილის მიერ განხორციელებული პროექტი
"ლილო მოლი" 29 წლისაა
"ლილო მოლი" 29 წლის იუბილეს აღნიშნავს
8 მარტი "ლილო მოლში"
ვიდეოში ნახავთ, როგორ მიულოცა 8 მარტი ქალბატონებს "ლილო მოლმა"
პრემია "საგურამო"
ვიდეოში ნახავთ როგორ აღინიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე
ანსამბლი ფორტე 30 წლისაა!
ფორტეს კონცერტრი, დიდ საკონცერტო დარბაზში
ფორტე 30 წლისაა !
ფორტე 30 წლისაა-კონცერტის ანონსი
პროექტი
"გაამწვანე ვარკეთილი"
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „გაამწვანე ვარკეთილი“ ფარგლებში მორიგი აქცია გაიმართა.
დღევანდელ აქციაზე, ვარკეთილი 3-ში, IV მ/რ-ში, 425-ე კორპუსთან მდებარე ფეხბურთის მოედნთნ 200 ძირი კედარის ხე დაირგო.
მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის განცხადებით, აქცია კომპანია „ლილო მოლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„დღევანდელი აქციით, ვარკეთილის 3 -ში, მეოთხე მიკრორაიონში მდებარე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მწვანდება. აღნიშნულ ღონისძიებას კომპანია „ლილო მოლის“ წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ ინტენსიური ტემპებით გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვარკეთილში სულ უფრო მეტი ლოკაცია გამწვანებული და კეთილმოწყობილი იქნება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აქციას თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი, კომპანია „ლილო მოლის“ დამფუძნებელი გია ანდღულაძე და გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ესწრებოდნენ.


