„ლილო მოლი“ გურიაში – დიდთოვლობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
ლილო მოლი“ გურიაში, ოზურგეთში, იმყოფებოდა, რათა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დადგეს. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილი მდგომარეობის სირთულეს და მიგვაჩნია, რომ თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდი აქტიურად ჩაერთო დახმარების პროცესში, რ ათა საჭირო რესურსებით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალებულ ოჯახებს.
ერთად ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით! 💙🇬🇪 #ლილომოლი #ერთადვართ #გურია #დახმარება
" ილიაობა 2024 "
8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი შესრულდა.
საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში, სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის " დაფინანსებით , წელს უკვე , ოცდამეერთედ გაიცა პრემია " საგურამო " და ილიას მედალი " მარად და ყველგან , საქართველო, მე ვარ შენთანა".
დაჯილდოვების ღონისძიებამდე კი , "ლილო მოლის " დამფუძნებლებმა ილიას მკვლელობის ადგილზე ესპანეთიდან ჩამოტანილი ზეთისხილის ხე დარგეს.
"ლილო მოლის" ტერიტორიაზე ბატონი თენგიზ გავაშელის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა
ღონისძიებას „ლილო მოლის“ დამფუძნებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ბატონი თენგოს ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.
" ილია 186 "
ილიას 186 - ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საგურამოში, მისი სახელობის მემორიალურ სახლ-მუზეუმში აღინიშნა. 8 ნოემბერს ტრადიციისამებრ "ილიას ფონდისა" და "ლილო მოლის" თაოსნობით, უკვე მეოცედ გაიცა პრემია "საგურამო" და ილიას მედალი - "მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა".


