" ლილო მოლი " სოფელ ტალერში გიო და მარიამ ჯოჯუებს ესტუმრა !
სიახლეები
Jul 8, 2025
გიო და მარიამი ბებიასთან და დედასთან ერთად ობლობაში იზრდებიან. ბავშვების სურვილი გასაბერი აუზი იყო. სავაჭრო ცენტრმა კი , 9 წლის გიოსა და 5 წლის მარიამის სურვილის ასრულებაზე იზრუნა და მათ გასაბერ აუზთან ერთად, უამრავი საჩუქრით ესტუმრა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სითბოსა და სიკეთის გაზიარებ ა.
" ლილო მოლი " ბედნიერ და ლაღ ბავშვობას უსურვებს !
რას ნიშნავ ს " ლილო მოლისთვის " კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ?
სიახლეები
Jun 9, 2025
სავაჭრო ცენტრის კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია 5 ძირითად მიმართულებას ეფუძნება : განათლება, კულტურა, გარემოსმდგრადობა, სოციალური ზემოქმედება და თანამშრომლების მხარდაჭერა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი , რომლის ფარგლებშიც არაერთ კამპანიაში ერთვება, მონაწილეობს ქვეყნისა და მომავალი თაობის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში.
„ლილო მოლი“ გურიაში – დიდთოვლობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
სიახლეები
Mar 1, 2025
ლილო მოლი“ გურიაში, ოზურგეთში, იმყოფებოდა, რათა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დადგეს. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილი მდგომარეობის სირთულეს და მიგვაჩნია, რომ თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდი აქტიურად ჩაერთო დახმარების პროცესში, რათა საჭირო რესურსებით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალებულ ოჯახებს.
ერთად ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით! 💙🇬🇪 #ლილომოლი #ერთ ადვართ #გურია #დახმარება
“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგი ზ გავაშელი გარდაიცვალა
განცხადებები
Jan 24, 2024
სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.
“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი თენგიზის გარდაცვალებას.
