ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაგრძელდა
სიახლეები
7 июл. 2025 г.
⭐️🎶 🎼ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაგრძელდა.
✨ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, 2 ივლისს
ფესტივალის დამფუძნებელმა, იდეის ავტორმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა წარადგინა მუსიკალური კალეიდოსკოპი – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“.
🌟წელს,ქართული ხელოვნებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი სავაჭრო ცენტრი “ ლილო მოლია”
„ლილო მოლი“ გურიაში – დიდთოვლობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
სიახლეები
1 мар. 2025 г.
ლილო მოლი“ გურიაში, ოზურგეთში, იმყოფებოდა, რათა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დადგეს. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილი მდგომარეობის სირთულეს და მიგვაჩნია, რომ თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდი აქტიურად ჩაერთო დახმარების პროცესში, რათა საჭირო რესურსებით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალებულ ოჯახებს.
ერთად ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით! 💙🇬🇪 #ლილომოლი #ერთადვართ # გურია #დახმარება
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
სიახლეები
30 июн. 2025 г.
28 ივნისს სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით საზეიმოდ გაიხსნა. 🎼 🎶
წლევანდელი ფესტივალის ერთ - ერთი სპონსორი სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლია“ .
ფესტივალი 4 დღე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარგრეთიდან მოწვეული არტისტები. ⭐️🎶 🎼
" ლილო მოლი " სოფელ ტალერში გიო და მარიამ ჯოჯუებს ესტუმრა !
სიახლეები
8 июл. 2025 г.
გიო და მარიამი ბებიასთან და დედასთან ერთად ობლობაში იზრდებიან. ბავშვების სურვილი გასაბერი აუზი იყო. სავაჭრო ცენტრმა კი , 9 წლის გიოსა და 5 წლის მარიამის სურვილის ასრულებაზე იზრუნა და მათ გასაბერ აუზთან ერთად, უამრავი საჩუქრით ესტუმრა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სითბოსა და სიკეთის გა ზიარება.
" ლილო მოლი " ბედნიერ და ლაღ ბავშვობას უსურვებს !
რას ნ იშნავს " ლილო მოლისთვის " კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ?
სიახლეები
9 июн. 2025 г.
სავაჭრო ცენტრის კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია 5 ძირითად მიმართულებას ეფუძნება : განათლება, კულტურა, გარემოსმდგრადობა, სოციალური ზემოქმედება და თანამშრომლების მხარდაჭერა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი , რომლის ფარგლებშიც არაერთ კამპანიაში ერთვება, მონაწილეობს ქვეყნისა და მომავალი თაობის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში.
"ლილო მოლი" 34 წლისაა!
18 мая 2025 г.
🎉🎂 დღეს „ლილო მოლს“ 34 წელი შეუსრულდა! 🎂🎉
✨ ეს განსაკუთრებული დღე ჩვენი მეწარმეების 👩💼👨💼, თანამშრომლების 🤝 და თითოეული „ლილოელის“ 😄 თავდადებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
💪 ამ 34 წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ უამრავი გამოწვევა, მივაღწიეთ დიდ წარმატებებს 🏆 და შევქმენით საქართველოში ვაჭრობის ბიზნესის ისტორია 📈 – სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ენერგიას მომავლისთვის 🚀.
🎈 გულითადად ვულოცავთ ჩვენს დამფუძნებლებს, რომლებმაც საწყისი იდეა რეალობად აქციეს, და უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მეწარმეს და თანამშრომელს! 🙏
🌟 წინ კიდევ მრავალი წარმატებული წელი, ინოვაცია და შთამბეჭდავი მიღწევები გველის! 💫
🥳 გილოცავთ ყველას! 😊
