ბიძინ ა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაგრძელდა
სიახლეები
7 ივლ. 2025
⭐️🎶 🎼ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუს იკალური ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაგრძელდა.
✨ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, 2 ივლისს
ფესტივალის დამფუძნებელმა, იდეის ავტორმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა წარადგინა მუსიკალური კალეიდოსკოპი – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“.
🌟წელს,ქართული ხელოვნებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი სავაჭრო ცენტრი “ ლილო მოლია”
„ლილო მოლი“ გურიაში – დიდთოვლობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
სიახლეები
1 მარ. 2025
ლილო მოლი“ გურიაში, ოზურგეთში, იმყოფებოდა, რათა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დადგეს. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილი მდგომარეობის სირთულეს და მიგვაჩნია, რომ თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდი აქტიურად ჩაერთო დახმარების პროცესში, რათა საჭირო რესურსებით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალებულ ოჯახებს.
ერთად ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით! 💙🇬🇪 #ლილომოლი #ერთადვართ #გურია #დახმარება
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
სიახლეები
30 ივნ. 2025
28 ივნისს სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით საზეიმოდ გაიხსნა. 🎼 🎶
წლევანდელი ფესტივალის ერთ - ერთი სპონსორი სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლია“ .
ფესტივალი 4 დღე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარგრეთიდან მოწვეული არტისტები. ⭐️🎶 🎼
" ლილო მოლი " სოფელ ტალერში გიო და მარიამ ჯოჯუებს ესტუმრა !
სიახლეები
8 ივლ. 2025
გიო და მარიამი ბებიასთან და დედასთან ერთად ობლობაში იზრდებიან. ბავშვების სურვილი გასაბერი აუზი იყო. სავაჭრო ცენტრმა კი , 9 წლის გიოსა და 5 წლის მარიამის სურვილის ასრულებაზე იზრუნა და მათ გასაბერ აუზთან ერთად, უამრავი საჩუქრით ესტუმრა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სითბოსა და სიკეთის გაზიარება.
" ლილო მოლი " ბედნიერ და ლაღ ბავშვობას უსურვებს !
რას ნიშნავს " ლილო მოლისთვის " კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ?
სიახლეები
9 ივნ. 2025
სავაჭრო ცენტრის კორპორაციული - სოციალური პ ასუხისმგებლობის სტრატეგია 5 ძირითად მიმართულებას ეფუძნება : განათლება, კულტურა, გარემოსმდგრადობა, სოციალური ზემოქმედება და თანამშრომლების მხარდაჭერა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი , რომლის ფარგლებშიც არაერთ კამპანიაში ერთვება, მონაწილეობს ქვეყნისა და მომავალი თაობის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში.
"ლილო მოლი" 34 წლისაა!
18 მაი. 2025
🎉🎂 დღეს „ლილო მოლს“ 34 წელი შეუსრულდა! 🎂🎉
✨ ეს განსაკუთრებული დღე ჩვენი მეწარმეების 👩💼👨💼, თანამშრომლების 🤝 და თითოეული „ლილოელის“ 😄 თავდადებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
💪 ამ 34 წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ უამრავი გამოწვევა, მივაღწიეთ დიდ წარმატებებს 🏆 და შევქმენით საქართველოში ვაჭრობის ბიზნესის ისტორია 📈 – სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ენერგიას მომავლისთვის 🚀.
🎈 გულითადად ვულოცავთ ჩვენს დამფუძნებლებს, რომლებმაც საწყისი იდეა რეალობად აქციეს, და უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მეწარმეს და თანამშრომელს! 🙏
🌟 წინ კიდევ მრავალი წარმატებული წელი, ინოვაცია და შთამბეჭდავი მიღწევები გველის! 💫
🥳 გილოცავთ ყველას! 😊
